საკრებულომ საკანონმდებლო მაცნეზე დადგენილება დამტკიცებული რედაქციით არ ატვირთა

მაისი 21 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საქართველოს საკანონამდებლო მაცნეზე დადგენილება იმ რედაქციით არ ატვირთა, რომლითაც საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს. 

რადიო "მოზაიკამ" მოამზადა მასალა სათაურით "გორის საკრებულომ პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი დაამტკიცა". მასალა 11 მაისს საკრებულოს სხდომაზე დარიგებული დადგენილების მიხედვით მომზადდა. კერძოდ კი, დოკუმენტში მოცემულ მეათე მუხლზე დაყრდნობით.  მასალის გამოქვეყნებიდან მალევე, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატი გამოგვეხმაურა და გვითხრა, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტიდან ეს მუხლი ამოღებული იყო. 

რადიო "მოაიკა" საკითხით დაინტერესდა. ჩვენ გავარკვიეთ, თუ როდის შეიმუშავა საკრებულომ აღნიშნული დადგენილების პროექტი, რა რედაქციით გაუგზავნა ის დეპუტატებს, როდის გადაწყვიტა მეათე მუხლის ამოღება და როგორი ფორმით გაიტანა დოკუმენტი კენჭის ყრაზე. გთავაზობთ მოვლენების ქრონოლოგიას, მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით: 

 

ქრონოლოგია:

2018 წლის 25 აპრილი: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომლითაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი უნდა განესაზღვრა. დადგენილება 13 მუხლისგან შედგებოდა და მეათე მუხლი პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესს არეგულირებდა. 

2018 წლის 27 აპრილი: მომზადებული დადგენილების საკრებულოს აპარატმა დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა, რათა წაეკითხათ და გასცნობოდნენ მას. რადიო "მოზაიკას" ეს საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა დაუდასტურა. მათ ელექტრონულ ფოსტაზე მისული წერილებიც გვაჩვენეს. 

2018 წლის 30 აპრილი: ჩატარდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა. სესიაზე, შეთანხმდნენ, რომ 25 აპრილს მომზადებული დადგენილებიდან მუხლს, პანთეონის შესახებ, ამოიღებდნენ. შედეგად. დადგენილებაში 12 მუხლი რჩებოდა. შესაბამისი ოქმი რადიო "მოზაიკას" საკრებულოს აპარატმა მიაწოდა. 

sxdomis oqmi panTeoni

2018 წლის 11 მაისი: ჩატარდა საკრებულოს სხდომა. დეპუტატებს დაურიგდათ ის დადგენილებები, რომელთათავისაც კენჭი უნდა ეყარეთ. მათ შორის იყო დადგენილება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ. კენჭისყრაზე გამოტანილ დოკუმენტი კვლავ 13 მუხლისგან შედგებოდა და მეათე მუხლი ისევ პანთეონში საზოგადო-მოღვაწეთა დაკრძალვის წესს განსაზღვრავდა. დეპუტატებმა დადგენილებას კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. (საკრებულოზე დამტკიცებული დადგენილების ასლები რადიო "მოზაიკას" რამდენიმე დეპუტატმა გამოუგზავნა.)

damtkicebuli redaqcia 1

2018 წლის 14 მაისი: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა საქართველოს საკანონამდებლო მაცნეზე ატვირთა 11 მაისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილებები. მათ შორის დადგენილება სასაფლაოების მოწყობის წესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო მაცნეზე ატვირთულ დოკუმენტში მუხლი პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესის შესახებ ამოღებულია. 

Secvlili dokumenti 1

რადიო "მოზაიკა" ამ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ესაუბრა. ორგანიზაცია საკითხის შესწავლას აპირებს.

 

 

 

 

 

 

 

 

Read 1219 times Last modified on Last modified on მაისი 21 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი