მერიის ყოფილი შენობა შესაძლოა აუქციონზე გაიყიდოს

მაისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიხეილ გოგინაშვილი აპირებს გორის მერს ქალაქის ცენტრში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის აუქციონზე გატანის ინიციატივით მიმართოს.

დეპუტატი ამბობს, რომ მის იდეას საკრებულოს სხვა წევრებიც უჭერენ მხარს.

„პირადად მე დავიწყე ამაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ. ქალაქის ეკონომიკის განვითარებისათვის ამ შენობის სასტუმროდ გადაკეთება მომგებიანი იქნება.  აუცილებლად მივმართავ ამ ინიციატივით მერს. ჯერ ველოდები სტრატეგიული განვითარების გეგმის დადებას. დაახლოებით რვა თვე იქნება ამისათვის საჭირო. შემდეგ, როდესაც ეს გეგმა იქნება, ეკონომიკური განვითარების გეგმასთან ერთად, მე ამ საკითხს დავაყენებ აუცილებლად“, - განაცხადა მიხეილ გოგინაშვილმა

Read 3970 times Last modified on Last modified on მაისი 22 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი