გორში საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ორკესტრის კონცერტი გაიმართება

მაისი 22 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორსა და თბილისში, 25 და 27 მაისს,  საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ორკესტრის კონცერტები გაიმართება. 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სახელგანთქმული სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი თბილისისა და გორის მოსახლეობისათვის ორ უფასო კონცერტს გამართავს. 

„55 ლეგიონერისაგან შედგენილი ეს ცნობილი სამხედრო ორკესტრი კონცერტს ჩაატარებს თბილისში, რიყის პარკში, 25 მაისს, 19:00 საათზე, ხოლო 27 მაისს, 12:00 საათზე, დაუკრავს გორში, მერიის წინ მდებარე მოედანზე.

საქართველოში ამ ვიზიტის ფარგლებში, უცხოური ლეგიონი პატივს მიაგებს თავის ერთ-ერთ გმირს, ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, რომელიც გმირულად დაეცა 1942 წელს, ელ-ალამეინის ბრძოლაში. 

ეს ცერემონია გაიმართება საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მეთაურის, გენერალ-მაიორ ჟან მორენის, საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიესა და ქართველი მაღალი თანამდებობის პირების თანდასწრებით კვირას, 27 მაისს, 11:00 საათზე, ვიცე-პოლკოვნიკ ამილახვრის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტელასთან, მის მშობლიურ ქალაქ გორში (დიმიტრი ამილახვრის ქ. 26)“, – აცხადებენ საფრანგეთის საელჩოში.

Read 984 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი