„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ - სტრასბურგის სასამართლოში ზეპირი მოსმენა დასრულდა

მაისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. 

სასამართლოს სხდომა თბილისის დროით 11:00 საათზე საქართველოს პოზიციის წარდგენით დაიწყო.

საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების დამცველი სხდომაზე ერთ საათზე მეტ ხანს გამოდიოდა. ადვოკატმა ბენ ემერსონმა საუბარი იმით დაიწყო, რომ დამოუკიდებლობიდან 100 წლის შემდეგ, რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის აგრესიულ ოკუპაციას.

შესავალ სიტყვაში ადვოკატმა ეთნიკურ წმენდასა და ამის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ ძალისხმევა არ დაიშურა ქართველების საკუთარი ტერიტორიიდან გაძევებისთვის.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის სახელით ჯერ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ გალპერინი წარსდგა, შემდეგ კი ადვოკატმა ისაუბრა. მათ ჯამში დაახლოებით 100-ჯერ ახსენეს სიტყვები – ფალსიფიკაცია და გაყალბება. რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაღვევის თემიდან, აქცენტი იმაზე გადაეტანათ, ვინ დაიწყო ომი.

სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს.

 

Read 544 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი