ქართველ ველომოგზაურს გორელები ველოსიპედებით დახვდნენ

მაისი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში მოქალაქეები ნოდარ ბერიძეს ველოსიპედებით დახვდნენ.

ნოდარ ბერიძე ველოსიპედით მოგზაურობს, მარშრუტზე ვლადივოსტოკი-ლისაბონი-თბილისი. ის ველომარათონს სამ დღეში დაასრულებს. 

"ნოდარ ბერიძე არის ჯუმბერ ლეჟავას მეგობარი და გზის გამგრძელებელი, ჩვენი სახელოვანი თანამემამულე 26 მაისს თბილისში ასრულებს მშვიდობის ველომარათონს მარშრუტით- ვლადივოსტოკი-ლისაბონი-თბილისი. 23 მაისს შემოვა გორში. ვინც მნიშვნელოვნად თვლით ხალხთა შორის მშვიდობას და ამასთან ერთად მხარს უჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, გიწვევთ ნოდარის დასახვედრად", - დაწერა სოციალურ ქსელში თამაზ მაყაშვილმა, "გორის დარბაზის" დამფუძნებელმა. 

მის იდეას არაერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა. შედეგად, ქართველ ველომოგზაურს დღეს სხვადასხვა ასაკის და სოციალური სტატუსის მოქალაქეები დახვდნენ. 

"26-ში ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ და მოვაწყოთ ველომარათონი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ეს იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაც", - განაცხადა გორში ყოფნისას ბერიძემ. 

 

Read 1151 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი