გორის ცენტრალური მოედანი დღეს დილიდან გადაკეტეს
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გორის ცენტრალური მოედანი დღეს დილიდან გადაკეტეს.
ამ ტერიტორიაზე, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული ხვალ საღამომდე იქნება.
26 მაისს, გორის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძებები გაიმართება.
12:00 საათიდან დღის განმავლობაში გორის მთავარ მოედანზე მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენა, 16:00 – 19:30 სთ. –ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, 19:40 სთ. – გალაკონცერტი. (,,ალილო", ოთო ნემსაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე, ნიკოლ–შოუ)
Latest from რადიო მოზაიკა
- მამიდის მიმართ მუქარისა და შეურაცხყოფის ბრალდებით ხიდისთავში ერთი პირი დააკავეს
- 25 დევნილ ახალგაზრდას დასაქმებისთვის გადაამზადებენ
- გუბერნიამ 4228 ლარი სტუმრების დასახვედრად და სარესტორნე მომსახურებისთვის დახარჯა
- გორის პატრული: დავაჯარიმეთ, თუმცა არ დაგვინახავს შუქნიშნის რა ფერზე გაიარა
- ცხინვალელები დევნილი პოეტების კრებულის პრეზენტაციას დაესწრნენ