მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერგნეთში აღნიშნა

მაისი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოქალაქეების ნაწილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ერგნეთში სტუმრობით აღნიშნა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს დღეს ორგანიზაციის "შენ დემოკრატიისთვის" წევრები მეგობრებთან ერთად ეწვივნენ. ისინი ერგნეთში მდებარე ომის მუზეუმსაც ესტუმრნენ.

"ჩემთვის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენად, რამდენადაც, მე დღეს მივიღე სტუმრები ომის მუზეუმში. აგვისტოს ომი არის ჩვენი ახლო წარსულის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორია სწორედ ასეთ ტრაგიკულ მოვლენებზე დგას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სწორედ აქ, ომის მუზეუმში სტუმრების მიღებით აღვნიშნავ", - გვითხრა ლია ჩლაჩიძემ, მუზეუმის დამფუძნებელმა.

"ჩვენ ყოველ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ გორში სტუმრობით. მივდივართ მავთულხლართებთან. მერე მივდივართ ჩვენს მეგობართან, სადაც ვკითხულობთ 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, ვმღერით ჰიმნს და ასე, ნაღვლიანად, მაგრამ ამაღლებულად აღვნიშნავთ ამ დღეს", - გვითხრა ვერა გოგოხიამ, ორგანიზაციის "შენ დემოკრატიისთვის" ხელმძღვანელმა.

მათან ერთად, ერგნეთში იმყოფებოდა საინიციტოვო ჯგუფის "მარო" წევრი თეონა ფაქნველაშვილი.

"დღევანდელი დღე ჩემთვის გამორჩეულია. ზუსტად 100 წლის წინ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. იქამდე, სანამ საბჭოთა კავშირი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას მოახდენდა, ჩვენ შევძელით და მივიღეთ კონსტიტუცია, რომლისთვისაც ადამიანი და მისი თავისუფლება მთავარი ღირებულება იყო. დღეს აქ ვარ, რადგან მგონია, რომ როცა თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საფრთხეები, რომელიც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის სახით, დღესაც გვემუქრება. ისტორია არ უნდა დავივიწყოთ. სხვანაირად სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება გაგვიჭირდება", - გვითხრა თეონა ფანქველაშვილმა.

 

 

"

Read 1095 times Last modified on Last modified on მაისი 26 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი