Back to Top
ორშაბათი, 28 მაისი 2018 11:18

გორის მერიის ტენდერში შპს "იბოლიას" გამარჯვებას შპს "გზამშენის" შენიშვნები მოჰყვა

Rate this item
(0 votes)

გორში, სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის (სამხატრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩის კვეთამდე) მონაკვეთის და მათ მიმდებარე და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალანირების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს ,,იბოლია” შეასრულებს.

ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოიპოვა. გორის მერიის მიერ გამოცხადებულ აღნიშნულ ტენდერში შპს "იბოლია" უკონკურენტოდ მონაწილეობს და დასახელებულ ლოკაციებზე შესაბამის სამუშაოების შესრულებას ადგილობრივ ხელისუფლებას 712 000 ლარად სთავაზობს.


დოკუმენტების მიხედვით,  შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა 3 წელია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი 1 თვის ვადაში. გორის მერია შპს "იბოლიას" მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ ხელშეკრულებას გააფორმებს, სამუშაოების წარმოების ვადა სწორედ ამ პერიოდიდან აითვლება და ის 150 დღეში უნდა დასრულდეს. 

სატენდერო წინადადებას კომენტარების სახით თან ერთვის გამოხმაურებები, შპს "გზამშენის" მიერ, მისი წარმომადგენელი მურთაზ ნემსაძე აცხადებს, რომ წინასატენდერო პირობებში მოცემული მოთხოვნები მართლსაწინააღმდეგო მოთხოვნებს მოიცავს და გორის მერიას კონკრეტულ საკითხზე შესწორების შეტანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კომპანია ჩანაწერის დავების საბჭოში გასაჩივრებას აპირებს. შპს-ს წარმომადგენელი თვლის, რომ სატენდერო მოთხოვნები დისკრიმინაციის შემცველ ჩანაწერს მოიცავს.

 

Read 1682 times Last modified on ორშაბათი, 28 მაისი 2018 13:21