გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ფსიქოლოგის შტატი უქმდება

მაისი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს ფსიქოლოგის შტატი მალე აღარ ექნებათ, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა. 

"ჩვენ გვჭირდება ფსიქოლოგები უმაღლესი განათლებით, ნამდვილი ფსიქოლოგები და არა ის ადამიანები, ვისაც ორთვიანი ტრენინგები აქვთ გავლილი. აქამდე რაიონის ყველა საბავშვო ბაღში მუშაობდნენ ფსიქოლოგები, ხელფასი ჰქონდათ 125 ლარი, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ და 5 ფსიქოლოგი ავიყვანოთ ჩვენს სააგენტოში. მათი ხელფასი იქნება 400 ლარი და ისინი დაეხმარებიან ბაღებს. ამ გადაწყვტილების მიზანი მხოლოდ თანხების დაზოგვა არ არის, ჩვენ ვზრუნავთ ბავშვებზე", - გვითხრა ლია კოვზიაშვილმა. 

დღემდე, ფსიქოლოგი გორის მუნიციპალიტეტის 38 საბავშვო ბაღს ჰყავს. სააგენტოს გადაწყვეტილება ძალაში უახლოეს მომავალში შევა. ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ უკვე მომუშავეებიდან 5 ფსიქოლოგს, სააგენტოში შესაბამისი განათლების საფუძველზე დაასაქმებს.

აქამდე 38 ფსიქოლოგის ყოველთვიური ხელფასი ჯამში 4 750 ლარს შედგენდა, მომავალში კი 5 ფსიქლოგისთვის 2 000 ლარი დაიხარჯება. 

Read 3371 times Last modified on Last modified on მაისი 28 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი