Back to Top
ორშაბათი, 28 მაისი 2018 14:21

მერიის შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შესასვლელში, საჩრდილობელის სახურავი შესაცვლელია, შეკიდული ჭერი მთლიანად წყობრიდანაა გამოსული, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან“ საუბარში ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ჯალაღანიამ განაცხადა.

შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მისთვის 8 652 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება ორ დღეში დასრულდება.

• ალუმინის ტიხრების მოწყობა ერთკამერიამი მინაპაკეტით

• ფანჯრის მინის ამოღება და ალუმინის ფანჯრის მოწყობა ერთკამერიანი მინაპაკეთით

• დაზიანებული მინა-პაკეტების შეცვლა

• საკეტების მონტაჟია

• ფანჯრის ფიქსატორების მონტაჟი

,,ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 0,2%-ის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და დამატებით დააკისროს პირგასამტეხლო არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-სა“, - წერია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

Read 1206 times Last modified on ორშაბათი, 28 მაისი 2018 14:40