ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებიდან დევნილ ოჯახებს იატაკებს შეუცვლიან

მაისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დევნილთა 4 დასახლებაში იატაკების შესაცვლელად, დევნილთა სამინისტრო ტენდერს აცხადებს.

ამ მიზნით თანხას, 1 200 000 ლარის ოდენობით დევნილთა სამინისტრო გამოყოფს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები შემდეგ დასახლებებში განხორციელდება:

1.    ერედვის მუნიციპალიტეტი: 166 კოტეჯის იატაკების აღდგენის სამუშაოები მათ შორის:
- სოფ. შავშვები, 16 კოტეჯის იატაკების აღდგენითი სამუშაოები;
- სოფ. სკრა, 18 კოტეჯის იატაკების აღდგენითი სამუშაოები;
- სოფ. კარალეთი, 64 კოტეჯის იატაკების აღდგენის სამუშაოები;
- სოფ. ბერბუკი, 17 კოტეჯის იატაკების აღდგენის სამუშაოები;
- სოფ. ხურვალეთი, 51 კოტეჯის იატაკების აღდგენის სამუშაოები.

2. ქურთის მუნიციპალიტეტი: 212 კოტეჯის იატაკების აღდგენის სამუშაოები მათ შორის:
- სოფ. ბერბუკი, 53 კოტეჯის იატაკების მოწყობის სამუშაოები;
- სოფ. კარალეთ, 140 კოტეჯის იატაკების მოწყობის სამუშაოები;
- სოფ. სკრა, 19 კოტეჯის იატაკების მოწყობის სამუშაოები

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, იატაკი სულ 378 კოტეჯში სრულად და ნაწილობრივ (საჭიროებისამებრ)  გამოიცვლება . უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებიდან 300 (სამასი) კალენდარულ დღეს.

Read 1427 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი