ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ცხინვალსა და დამასკოში საელჩოების გახსნის საკითხს განვიხილავთ

მაისი 29 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი“ სირიის დედაქალაქ დამასკოში „საელჩოს“ გახსნის საკითხს განიხილავს.

„სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მადლიერები ვართ, რომ ბაშარ ასადმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენთვის ეს დიდი პატივია და დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა.

მისივე თქმით, „ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე მუშაობა დაიწყება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენი კონტაქტები განვითარდება, საჭირო იქნება დამატებითი ხელშეკრულებების დადება. ჩვენ აქტიურ კონტაქტში ვართ სირიულ მხარესთან. ჩვენ განვიხილავთ ცხინვალსა და დამასკოში საელჩოების გახსნის საკითხს“, - დასძინა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Read 1061 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი