Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 11:22

საოკუპაციო რეჟიმმა კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობა გააფრთხილა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 30 მაისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მათ დააკავებენ.


როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, აღნიშნული ინფორმაცია მათ ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს.


„30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

Read 2348 times Last modified on ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 11:27