შეხვედრა ენერგოომბუდსმენთან - მოთხოვნები და შედეგები

იანვარი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე

„გორი-გაზის“ აბონენტების შეხვედრა ენერგოომბუდსმენთან თითქმის სამ საათს გაგრძელდა.  უფლებადამცველმა, გორელების პრეტენზიის მოსმენის შემდეგ, უკმაყოფილო მოსახლეობას წინასწარგამზადებული საჩივრის ფორმები დაურიგა, სადაც მათ საკუთარი მონაცემები ასახეს. ომბუდსმენმა „გორი-გაზის“ აბონენტებს მოუწოდა, რომ დეკემბრის თვის დავალიანება არ გადაიხადონ, რადგან სამართლებრივი დავის დასრულებამდე კომპანია მათ ბუნებრივ აირს ვერ შეუზღუდავს.

„ეს იქნება უსწრაფესი ღონისძება. ის ადამიანები, რომლებიც განცხადებით მოგვართავენ, მათთან ერთად დავიწყებთ ადმინისტრაციულ დავას, რაც თავის თავში მოიცავს იმას, რომ მომხმარებელს არ შეეზღუდება მომსახურება. ჩვენ დავტოვეთ  განცხადების ფორმები, რომლებსაც ინდივინდულურად შეავსებენ აბონენტები და გამოგვიგზავნიან ჩვენს ოფისში.“

შეხვედრას კომპანია „სოკარის“ სათაო ოფისის, სემეკისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი მზად არიან, რომ უფლებადამცველებისაგან შემოსული საჩივრები დეტალურად განიხილონ და ეფექტური გადაწყვეტილება მიიღონ.

,,სემეკში მიდის ეს საჩივარი, მიდის   განცხადებები. შემდეგ ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება, სათითაოდ, დეტალურად შევისწავლით. ყველა განცხადება იქნება ინდივიდუალურად განხილული“, - გვითხრა ხათუნა მოდებაძემ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებელთა მართვის განყოფილების უფროსმა.

,,გათვალისწინებული იქნება ტარიფის ცვლილებები. არსებული შედეგები და სამაერთლებრივი გადაწყვეტილება როდესაც გვეცოდინება, შემდეგ იქნება პასუხები ჩვენი მხრიდანაც“, - თქვა ოთარ ნარჩემანიძემ, სემეკის წარმომადგენელმა.

„გორი-გაზის“ აბონენტების ნაწილმა დოკუმენტები უკვე შეავსო და უფლებადამცველს გადასცა. მოსახლეობა სამართლებრივი დავის მათ სასარგებლოდ დასრულებას ელოდება.

„ჩემთვის მთავარია, რომ პროცესი დაიწყო.ადამიანებმა მოახერხეს შეკრება და პრობლემებზე საუბარი, ხშირად ხმამარალ ტონსიც და ჩვენზე არის დამოკიდებული რამდენად წარმატებით დასრულდება ეს პროცესები“, - განაცხადა ნათია ნადირაძემ.

,ვფიქრობ, რომ მიხვდნენ, ეს იყო არა ინდივიდულური, არამედ მტლიანი მოსახლეობის პრობლემა, რომლის გადაწყვეტილებაც უნდა მოხდეს სისტემურად, ეს შეხვედრაზეც წარმოცინდა და იმედი გვაქვს, რომ მოგვარდება“, - აღნიშნა იოსებ დალაქიშვილმა.

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის ორგანიზებით მოეწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აქ იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც. იმ აბონენტებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებოდნენ, შესაძლებლობა აქვთ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მივიდნენ და საჩივრის ფორმა ადგილზე შეავსონ. ამის შემდეგ დოკუმენტების გადაგზავნას თავად ოფისი უზრუნველყოფს

Read 957 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი