მოკლული ახალგაზრდების სახელზე გორში ხეები დარგეს

ივნისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მოქალაქეების მცირე ჯგუფმა გორში, თამარ მეფის ქუჩაზე რამდენიმე ნერგი დარგო.

 როგორც აქტივობის ინიციატორები ამბობენ, ხეები #6 საჯარო სკოლის მიმდებარედ მოკლული ახალგაზრდების სახელზე დაირგო. 

"სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში იხოცებიან ახალგაზრდები და ამ პროცესს ვერაფრით გამოუჩნდა დასასრული. დროა, დავფიქრდეთ, სად ვუშვებთ შეცდომებს. როგორ უნდა მოვიქცეთ ახალგაზრდებთან, რომ მათში ძალადობის სურვილი აღარ იყოს. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ თითოეულ ტრაგედიაზე. რატომ უჩნდებათ მოსწავლეებს ერთმანეთის მიმართ ზიზღი და სიძულვილი? - ამ კითხვაზე პასუხი უნდა მოვძებნოთ. აქ არის პრობლემის სათავე. ეს პრობლემა მუდმივად რომ გვახსოვდეს, ამისთვის დავრგეთ ჩვენ დღეს ნერგები მოკლული მოსწავლეების სახელზე", - გვითხრა მინდია გოდერძიშვილმა. 

Read 1437 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი