"კანუდოსმა" სადებიუტო ალბომის "მესამე სივრცე" პრეზენტაცია გამართა

ივნისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"კანუდოსმა" ალბომის "მესამე სივრცე" პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიება ერისთავის თეატრის მესამე სივრცეში მოეწყო. აღნიშნული ჯგუფისთვის "მესამე სივრცე" სადებიუტო ალბომია. ადგილობრივი შემსრულებლებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა პრეზენტაციაზე ერთი კომპოზიცია ახალი ალბომიდანაც შეასრულა. 

ერისთავის თეატრში კონცერტი, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. როგორც "კანუდოსის" ერთ-ერთმა წევრმა ნიკო ღვინიაშვილმა აღნიშნა, ისინი სოლიდარობის აქციას მომავალში აუცილებლად შეურთდებიან.

"თვეებია, რაც ამ პრეზენტაციას ვგეგმავთ. სამწუხაროა, რომ ახლა მოქალაქეების ნაწილი ქუჩაში დგას და ჩვენ აქ ამ ღონისძიებას ვმართავთ. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ უხერხულობას გვიქმნის. უბრალოდ, ჩვენ ამ კონცერტის გადადება არ შეგვეძლო. სამაგიეროდ, ხვალიდან აუცილებლად შევუერთდებით იმ ადამიანებს, ვინც აქციაზე დგანან და ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ", - მიმართა პრეზენტაციაზე მისულ ადამიანებს ნიკო ღვინიაშვილმა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "კანუდოსის" მეგობარმა მუსიკოსებმაც. მათ შორის იყვნენ ჯგუფი "სანდა", ანანო მჟავია., ანი პავლიაშვილი და მიხეილ კოშკაძე. 

 

Read 853 times Last modified on Last modified on ივნისი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი