გორის თეატრის ყოფილი მსახიობები: გაუგებარია, რა მიზეზით არ გაგვიგრძელდა ხელშეკრულებები

იანვარი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სამ თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. 

 

ანა ჩოგოვაძე ერთ-ერთია იმ მსახიობებს შორის, ვისაც თეატრმა შრომითი ხელშეკრულება არ გაუგრძელა. ანას თქმით,, მისთვის სამხატვრო ხელმძღვანელის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ის მომხდარის გასაჩივრებას აპირებს.

„ მე ვაპროტესტებ ამ გადაწყვეტილებას, რადგან არანაირი არგუმენტი არ არსებობს ჩემი გათავისუფლების. მიზეზი, რომელიც დამისახელეს, აღმოჩნდა ტყუილი.  მითხრეს, რომ მოხსენებითი ბარათების საფუძველზე მათავისუფლებდნენ, მაგრამ როცა ჩემი მოხსენებით ბარათები მოვითხოვო, აღმოჩანდა, რომ მხოლოდ ერთი მაქვს“.

მცირე კომენტარით შემოიფარგლა კიდევ ერთი გათავისუფლებული მსახიობი ომარ ბექაური.  

მიზეზი არ ვიცი. დაგეგმილია დასის შეკრება და ალბათ ყველაფერი ამ შეხვედრაზე გადაწყდება. წინასწარ კომენტარის გაკეთება არ მინდა“.

მსახიობებისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით რადიო „მოზაიკა“ სამხატვრო ხელმძღვანელ დავით ჩხარტიშვილს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ თეატრი სამ მსახიობთან პროფესიულ ურთიერთობას წყვეტს, ჩხარტილი ამბობს, რომ ეს სამსახურიდან გათავისუფლება არ არის.

 „მე არავინ არ გამითავისუფლებია. უბრალოდ სამ მსახიობს ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. ეს არ არის სამსახურიდან გათავისუფლება“.

მომხდართან დაკავშრებით „მოზაიკა“ თეატრის დირექტორ გიორგი წვერავასაც დაუკავშირდა. წვერავას თქმით, მას დასთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, საკადრო ცვლილებებზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

Read 1449 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი