გორის მერის მოადგილე: მერის თანაშემწის კომენტარს მერთან ერთად განვიხილავ

ივნისი 04 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი მერის თანამშემწის  მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხმაურება.

მისი განმარტებით, კახა ბლიაძე საჯარო მოხელეა და მეტი თმენის ვალდებულება მართებს. ეკა სუხიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ხვალ ექნება მერთან სხვადასხვა თემის განხილვა და მათ შორის ბლიაძის საკითხსაც განიხილავს.

,,ყველას ვთხოვ, ნურავინ ნუ განსჯის შვილმკვდარ მშობლებს და ოჯახს. მათ მდგომარეობას მე ვუწოდებ სააქაო ჯოჯოხეთს. რაც შეეხება მერის თანამშემწის მიერ გავრცელებულ პოსტს, ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურში, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ბევრად მეტი თავშეკავება მართებს, თავისი ემოციების გამოხატვის დროს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს“, - აცხადებს მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი.

ამავე თემაზე: გორის მერის თანაშემწის კომენტარი FACEBOOK-ში - მოთხოვნები და შეფასებები

შეგახსენებთ, რომ გორის მერის თანაშემწე კახა ბლიაძემ ხორავას ქუჩაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარი დაწერა:

"მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. 1 ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. 2 არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კომფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკველობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ანხორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია.“

bliadzis komentaris sqrini

საზოგადოების ნაწილი მერის თანაშემწეს ამ კომენტარის გამო, საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. 

 

 

Read 4649 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი