გუბერნატორმა საწვავის ლიმიტი 1000 ლიტრამდე გაზარდა

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მასზე განპიროვნებული ავტომანქანისათვის საწვავის ლიმიტი ერთ თვეში ჯერ 800 ლიტრამდე, ხოლო სამი კვირის შემდეგ კი 1000 ლიტრამდე გაზარდა.

საწვავის ლიმიტის ზრდასთან დაკავშირებით ბოლო განკარგულება გუბერნატორმა 27 აპრილს გამოსცა.

აკაკი მაჭუტაძეს TOYOTA LANDCRUISER LC- 200 ემსახურება, რომელიც შიდა ქართლის გუბერნიას გორის მერიამ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. გუბერნატორმა ავტომობილს სახელმწიფო ნომრებიც შეუცვალა. 

ორჯერ ნაკლებ საწვავს მიიღებს  გუბერნატორის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი. მასზე განპიროვნებული TOYOTA LANDCRUISER LC - 150-სთვის 450 ლიტრი ბენზინი გამოიყო. 

TOYOTA LANDCRUISER LC-200 100კმ დასაფარად საშუალოდ 9.5 ლიტრი დიზელი სჭირდება. შიდა ქართლის ახალმა გუბერნატორმა ერთ თვეში ავტომობილით 10 000 კმ მაინც უნდა გაიაროს. 

Read 1215 times Last modified on Last modified on ივნისი 05 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი