მესამე სკოლის დირექცია ბაქოში მომხდარ ავარიაზე პასუხისმგებლობას იხსნის

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავარიაზე, რომელშიც მე-3 სკოლის მოსწავლეები  მოყვნენ, სკოლის დირექცია პასუხისმგებლობას იხსნის. 

სკოლის დირექტორის განმარტებით, ახალგაზრდებმა ბაქოში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღეს და საჭიროდ არ ჩაუთვლიათ სკოლა საქმის კურსში ჩაეყენებინათ, შესაბამისად, ვახტანგ სუხიტაშვილის თქმით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ამ შემთხვევაში  რაიმე სახის ახსნა-განმარტებას ვერ გააკეთებს. 


,,მისივე ინფორმაციით, მასწავლებელი კურსდამთავრებულებმა დაპატიჟეს და მას აღნიშნული ექსკურსიის ორგანიზება არ გაუკეთებია. მათ დაამთავრეს და დამოუკიდებლად დაგეგმეს ყველაფერი,   საზოგადოება კი,  ხელს სკოლის ადმინისტრაციისკენ ნუ გამოიშვერს“-აცხადებს ვახტანგ სუხიტაშვილი.


ავტობუსით, რომელიც ბაქოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, გორის მე-3 სკოლის გარდა ხაშურის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებიც მგზავრობდნენ.

Read 1683 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი