დავით რაჟამაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს

იანვარი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დავით რაჟამაშვილი გორის „დილაში“ ითამაშებს. საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამეადგილოსანი „სამტრედიას” ერთ-ერთი ლიდერი გუნდში გუშiნ ჩაირიცხა.


რაჟამაშვილი გორელია და საკუთარი ქალაქის გუნდში 2010-2012 და 2013-2014 წლებშიც თამაშობდა. 2015 წლიდან, შემტევი ნახევარმცველი ”სამტრედიაში” გადავიდა და გია ცეცაძის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. დასრულებულ სეზონში, 29 წლის ფეხბურთელმა ”სამტრედიაში” 34 შეხვედრა ჩაატარა – მან 8 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.


დავით რაჟამაშვილმა „დილასთან“ კონტრაქტს ხელი დღეს მოაწერა – ის გორის გუნდის მაისურით მინიმუმ ერთი სეზონი ითამაშებს

Read 1103 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი