Back to Top
სამშაბათი, 05 ივნისი 2018 13:46

რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის მკვიდრი გაიტაცეს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი თემურ დუდაშვილი დააკავეს. 

დუდაშვილი სოფელ წითელუბანში, ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ის დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით თემურ დუდაშვილი ცხინვალის დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

Read 1026 times