გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე 7 თვეში 559 650 ლარი გაიცა

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მალევე დანიშნულ გორის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებზე ხელფასის სახით 7 თვეში 559 650 ლარი.

აქედან გორის მერმა მაისის თვის ჩათვლით უკვე აიღო  22 400 ლარი.
ვიცე-მერმა გელა კაპანაძემ 17 500 ლარი.
მეორე მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა  16 450 ლარი.
რაც შეეხება მერიის სამსახურების ხელმძღვანელებს, თითოეულ მათგანს   უკვე აღებული აქვს 11 900-11 900 ლარი.
მერიის მაღალი თანამდებობის პირებზე ამ დროისათვის, ჯამში 139 650 ლარია ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაცემული.


რაც შეეხება გორის საკრებულოს, 22 400 ლარი აქვს 7 თვეში ხელფასის სახით აღებული გორის საკრებულოს თავმჯდომარესაც.


17 500 ლარი აქვს არებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მარლენ ნადირაძეს და ამდენივე 17 500 ლარი მეორე მოადგილეს, კობა ბერიანიძეს.


კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებზე ბიუჯეტიდან ხელფასის სახით7 თვეში გადარიცხულია 420 000 ლარი.


საერთო ჯამში საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასის სახით, 7 თვეში აღებული აქვთ 45 600 ლარი.

Read 920 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი