გორის მერის თანაშემწის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ივნისი 05 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორელი ახალგაზრდები გორის მერის თანაშემწის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

ეს განცხადება ახალგაზრდებმა დღეს გორის მერისთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს დროებით შეწყვეტენ და ხელომოწერების შეგროვების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას კვლავ ეცდებიან.

„ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ჩვენ დავბრუნდებით მერიასთან და იმედი გვაქვს, მაშინ მაინც ინებებს მერი ჩვენთან შეხვედრას და გაითვალისწინებს მოსახლეობის მოთხოვნას, გაათავისუფლოს თანაშემწე, კახა ბლიაძე დაკავებული თანამდებობიდან“, - გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.


მიუხედავად ახალგაზრდების მოწოდებისა, მერიის შენობიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.

ახალგაზრდები გორის მერის თანაშემწის გადადგომას, მის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, ითხოვენ. 

kaxa bliadze komentari washala dawera

 

Read 1299 times Last modified on Last modified on ივნისი 05 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი