"დატოვოს თანამდებობა გორის მერის თანაშემწემ" - მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თანამდებობა დატოვოს გორის მერის თანაშემწემ - ამ მოთხოვნით გორში ხელმოწერები გროვდება.

 რა ხდებოდა ხელმოწერების შეგროვების დაწყებამდე?

2 ივნისი:

გორის მერის თანაშემწე კახა ბლიაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოუძიებელი საქმისა და საზოგადოების პროტესტის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში კომენტარს წერს:

"მაგ საქმეს მიხედავენ, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. 1 ვინ ყიყინებს და გვერდით ვინ უდგას. 2 არც თვითონ მყავს ეგ კაცი ანგელოზი და არც ის ცხონებული იყო ანგელოზი. ნუ დაგვავიწყდება ეგ კომფლიქტი საიდან და რისთვის დაიწყო, რომელიც მკველობით დამთავრდა. არ ღირს მაგ საქმის შედარება იმ მკვლელობებზე, რომლებსაც ის ხალხი ანხორციელებდა ვინც ეს აქციები წამოიწყო. ეგ ხალხი, ჩემო ძმაო, ყველა დასაპეპლია.“ 

bliadzis komentaris sqrini

მოქალაქეთა ნაწილი მის ამ კომენტარს დისკრიმინაციულს უწოდებს და ითხოვს:

  1. კახა ბლიაძემ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში.
  2. გორის მერმა გაათავისუფლოს საკუთარი თანაშემწე თანამდებობიდან.



3 ივნისი:

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ავრცელებს კახა ბლიაძის კომენტარის სქრინს სოციალურ ქსელში და საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებს. მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

 

4 ივნისი:

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჯიოშვილი განცხადებით მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

კახა ბლიაძემბოდიში უნდა მოიხადოს საჯაროდ ამ სამარცხვინო და მორალურად გაუმართლებელი განცხადების გამო, რადგან მან შეურაცყოფა მიაყენა, როგორც გარდაცვლილის ოჯახს, ასევე თავად გარდაცვლილსაცმინდა, მივმართო სახელისუფლებო პოლიტსაბჭოსაც, რომ თუ ეს ადამიანი არ მოიხდის ბოდიშს, მაშინ დაგმონ თვითონვე ამ ადამიანის მოქმედება და გაათავისუფლონ დაკავებული თანამდებობიდან“, - ამბობს ჯიოშვილი.

მოგვიანებით, კახა ბლიაძე სოციალურ ქსელში საკუთარ კომენტარზე განმარტებას აკეთებს და ბოდიშს იხდის:

„მინდა განმარტება გავაკეთო ჩემს კომენტართან დაკავშირებით. სხვადასხვა ძალების და პირების მიერ ზაზა სარალიძის მდგომარეობის გამოყენებამ გამოიწვია ჩემი გაღიზიანება, რის გამოც კომენტარებში აღელვების ნიადაგზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ნაწილობრივ არაკორექტული იყო, რის გამოც ვწუხვარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, როგორც კახა ბლიაძის პოზიცია აღელვებისა და გაბრაზების ნიადაგზე გამოხატული. დავამატებს იმასაც, რომ მჯერა ამ საქმეზე აუცილებლად დადგება სამართლიანი განაჩენი და ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.“

bliadze bodishi

 

ამავე დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ამბობს, რომ კახა ბლიაძის კომენტარზე მერთან ერთად იმსჯელებს. ის ბლიაძის საქციელს არ იწონებს. 

,,ყველას ვთხოვ, ნურავინ ნუ განსჯის შვილმკვდარ მშობლებს და ოჯახს. მათ მდგომარეობას მე ვუწოდებ სააქაო ჯოჯოხეთს. რაც შეეხება მერის თანამშემწის მიერ გავრცელებულ პოსტს, ვფიქრობ, რომ საჯარო სამსახურში, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანს ბევრად მეტი თავშეკავება მართებს, თავისი ემოციების გამოხატვის დროს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს“, - აცხადებს მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი.

 

5 ივნისი:

გორის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ის საკუთარ თანაშემწეს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს.

„კახა ბლიაძემ თავისი აზრი დაწერა სოციალურ ქსელში, მაგრამ მე პირადად ნამდვილად არ ვიზიარებ მის ასეთ მოსაზრებას, ვემიჯნები ამგვარ მიდგომას. პირიქით, თუ ვინმე დამნაშავეა, ყველა უნდა დაისაჯოს. თუმცა მისი ეს ქმედება არ ექვემდებარება გათავისუფლებას, იმის გამო, რომ თავისი აზრი დაწერა, ვერ გავათავისუფლებთ.“

ამავე დღეს, გორელი ახალგაზრდები აქციას მართავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან. ისინი ქალაქის მერს საკუთარი თანაშემწის თანამდებობიდან გადადგომას სთხოვენ.

„აღელვება და განერვიულება არ ამართლებს მის საქციელს. თუ ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია, მან უნდა დატოვოს თანამდებობა“, - ამბობენ აქციის მონაწილეები და მერიაში ვალერიანის აბებს ტოვებენ.

აქციის მიმდინარეობისას, ისინი ქალაქის მერს შენობიდან გამოსვლას და დალაპარაკებას სთხოვენ. მათი მოთხოვნა არ კმაყოფილდება. ისინი ტერიტორიას ტოვებენ და მერის თანაშემწის გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

 

6 ივნისი:

მერის თანაშემწის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.

საკითხს ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ლექსო მერებაშვილი. მისივე სიტყვებით, „ქალაქის მერმა სულ მცირე გაფრთხილება მაინც უნდა მისცეს საკუთარ თანაშემწეს“.

,,საჯარო მოხელეს აქვს ვალდებულება, რომ სხვადასხვა გამოსვლებითა თუ განცხადებებით, არ შელახოს როგორც საჯარო დაწესებულების, ისე საჯარო მოხელის პატივი და მისი პრესტიჟი. აღნიშნული განცხადებები სწორედ რომ ლახავს, როგორც დაწესებულების ისე მოხელის პატივს. მიმაჩნია, რომ მერს უნდა მოეხდინა გარკვეული სახის რეაგირება. მინიმუმ გაფრთხილება მაინც უნდა მიეცა იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც სწორედ ამ მხრივ აქტიურობით გამმოირჩევა. მართალია მათ აქვტ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს თავისუფლება უნდა ჯდებოდეს პარტიული მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებში", - განმარტავს ლექსო მერებაშვილი.

___________________________________

კახა ბლიაძემ გორის მერის თანაშემწის თანამდებობა 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა.

ის ამ თანამდებობაზე გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დანიშნა.

ბლიაძის ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარია. 

Read 968 times Last modified on Last modified on ივნისი 06 2018
Custom Adv 2

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი