Back to Top
ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 14:47

რაზმაძე 3 დღეში გაზიარებულ 124 პოსტზე: პოსტების გაზიარებას ერთი წუთი უნდა

Rate this item
(0 votes)

პოსტების გაზიარებას ერთი წუთი უნდა, - განუცხადა რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბოლო დღეებში ადგილობრივი საჯარო მოხელეების სოციალურ ქსელში გააქტიურება დავით რაზმაძემ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების სურვილით ახსნა. მისი თქმით, საჯარო მოხელის მხრიდან სამუშაო საათებში პოსტების გაზიარება დროის არაეფექტურად გამოყენება არ არის. მისი თქმით, მას პოსტების გაზიარებაზე ბევრი დრო არ დაუხარჯავს.

ამავე თემაზე: გორელი საჯარო მოხელეების FACEBOOK პოსტები აქციების დროს - მიმოხილვა

„რაიმე პოსტის გაზიარებას ერთი წუთიც არ უნდა, მე ვერავის განვიკითხავ. ერთის მხრივ, ადამიანის თავისუფლებაზე ვღაღადებთ და მეორეს მხრივ, სულში ვუძვრებით. არსებობს შესაბამისი ორგანოები, ვისაც შეუძლია შეაფასოს საჯარო მოხელე სოციალურ ქსელში რა დროს, რას უნდა წერდეს“, - ამბობს რაზმაძე.

 

Read 1642 times Last modified on ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018 14:53