ადამიანის უფლებათა ცენტრი: მერს პოლიტიკურად ანგაჟირებული მოხელეებისთვის გაფრთხილება უნდა მიეცა

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადამიანის უფლებათა ცენტრის გორის ოფისი ბოლო დღეებში, საჯარო მოხელეების მიერ ბოლო დღეებში სოციალური ქსელით გააქტიურებას ეხმაურება.

ლექსო მერებაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელის ვალდებულება კანონითაა განსაზღვრულია და ის პოლიტიკურად მიუკერძოებლობას გულისხმობს.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეები სამუშაო დროს არაეფექტურად იყენებენ, რაზეც მერმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. ლექსო მერებაშვილის განმარტებით, საჯარო მოხელის გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკურად მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებში უნდა ჯდებოდეს, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ვლინდება. 


,, საჯარო მოხელეს აქვს ვალდებულება, რომ სხვადასხვა გამოსვლებითა თუ განცხადებებით, არ შელახოს როგორც საჯარო დაწესებულების, ისე საჯარო მოხელის პატივი და მისი პრესტიჟი. აღნიშნული განცხადებები სწორედ რომ ლახავს, როგორც დაწესებულების ისე მოხელის პატივს. მიმაჩნია, რომ მერს უნდა მოეხდინა გარკვეული სახის რეაგირება. მინიმუმ გაფრთხილება მაინც უნდა მიეცა იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც სწორედ ამ მხრივ აქტიურობით გამოირჩევა. მართალია მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს ავისუფლება უნდა ჯდებოდეს პარტიული მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებში. რაც შეეხება სამუშაო დროს, ფაქტია, რომ მოხელეები იყენებენ ამ დროს იმისთვის რომ გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, რაც მის მიერ სამუშაო საათების  არაეფექტურად გამოყენებაში გამოიხატება."-განმარტავს ლექსო მერებაშვილი

Read 1202 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი