პარლამენტის წევრის ხელფასის 4 624 ლარამდე გაზრდა იგეგმება

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარლამენტის წევრის ხელფასის გაზრდა 4 624 ლარამდე იგეგმება.

ახლო მომავალში პარლამენტის წევრის გასამრჯელო რეგლამენტით დადგინდება და ის 4 624 ლარი გახდება. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელსაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ამ ცვლილებას პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია.

პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელო კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე. პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

დღეს პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო, საერთო ჯამში, 3 790 ლარია. აქედან 2 000 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 1 790 ლარი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხაა. 

Read 3689 times Last modified on Last modified on ივნისი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი