იოსებ მაკრახიძე: ამჟამინდელი ხელფასი პარლამენტის წევრისთვის არასაკმარისია

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პარლამენტის წევრის სარგოს შესაძლო მომატებას გორის მაჟორიტარი დეპუტატი ეხმაურება.

იოსებ მაკრახიძეს განცხადებით, ხელფასის მომატება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ ეტაპზე გამორიცხულია. მაკრახიძე აზუსტებს, რომ ინიციატივა ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში ნამდვილად გაჟღერდა, თუმცა მისი ავტორის ვინაობა აღარ ახსენდება. დეპუტატი აცხადებს, რომ პარლამენტის წევრისთვის ამჟამინდელი ხელფასი არასაკმარისია და საკითხს, კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, მხარს აუცილებლად დაუჭერს.  

,,მომატება გამორიცხულია მეტროს მემანქანეების მოთხოვნების ფონზე. ეგ საკითხი დაახლოებით ერთი თვის წინ დააყენეს. არ მახსოვს ვისი მხრიდან გაჟღერდა. ეგეც რომ არ იყოს, შუა წელში გამორიცხულია ჩვენი ხელფასის მომატება, რადგან ბიუჯეტში თანხები უკვე გაწერილია. 
ახლა რა ხელფასიც გვაქვს, არ არის საკმარისი. კვირაში 6 დღე გზაში ვარ. ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება - ამ თანხებს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით. შეიძლება მომავალ წელს განიხილონ ეს საკითხი და რა თქმა უნდა მას ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს, მაგრამ ახლა ვერ გამოვა, პირველი იმიტომ, რომ ახლა ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა, და მეტროს მემანქანეების ხელფასების ნაცვლად, ჩვენ ანაზღაურებას არ მოგვიმატებენ და მეორეც, მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები უკვე ასახულია", - ამბობს მაკრახიძე


რადიო ,,მოზაიკამ“ მიმდინარე პროცესებზე დეპუტატს შეფასებაც სთხოვა, იოსებ მაკრახიძეს განცხადებით "ქვეყანა არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას და ყველაფერი მალე დარეგულირდება"

პარლამენტის წევრის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია ცოტახნის წინ გავრცელდა, რომლის მიხედვით, მალე დეპუტატს 3 790 ლარის ნაცვლად, თანამდებობრივი სარგოს სახით, 4 624 ლარი ექნება.ინიციატივის განხორციელება ნებისმიერ დროს, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაშია  შესაძლებელი, რომელიც სამი მოსმენის შედეგად დამტკიცდება.

Read 6636 times Last modified on Last modified on ივნისი 06 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი