გორის უნივერსიტეტში რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის ,,ხიბულა“ ჩვენება მოეწყო

ივნისი 06 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის უნივერსიტეტში, რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმის ,,ხიბულა“ ჩვენება მოეწყო.

გორში საკუთარი ნამუშევარი თავად რეჟისორმა ჩამოიტანა, ჩევენების შემდეგ კი სცენარის ირგვლივ განხილვა მოეწყო.


ფილმის სცენარი აგებულია 1991 წელს,საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ კი, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ 50 დღეზე, როდესაც ის მაღალმთიან სამეგრელოში ხიზნობაში ცხოვრობდა. 


ფილმში მთავარი როლი ირანელმა მსახიობმა ჰოსეინ მაჰჯუბიმ ითამაშა. მასთან ერთად გორელი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. 


,,ხიბულა“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და ის საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის კოპროდუქციაა.
გიორგი ოვაშვილის ნამუშევრის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.ეროვნული პრემიერა კი ბათუმში მოეწყო.

Read 762 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი