Print this page

სოფელ ხურვალეთში გზის მოასფალტება იგეგმება

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სოფელ ხურვალეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს აცხადებს.

სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 626 669 ლარი გამოიყოფა. აქედან 179 077 ლარი - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულიდან, 347 619 ლარი კი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
პრეტენდენტებს ტენდერში მონაწილეობის საშუალება 11 ივნისამდე ექნებათ.

შემსყიდველი ორგანო პრეტენდენტისგან კონკრეტულ კრიტერიუმებს ითხოვს. კერძოდ: ტენდერში მონაწილე კომპანიას 2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე შესრულებული უნდა ჰქონდს 950 000 ლარის ოდენობის ანალოგიური ხასიათის და შინაარსის სამუშაოები. ასევე, მას უნდა გააჩნდეს სათანადო ტექნიკური მანქანა  -მექანიზმები.

ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები 120 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

Read 1006 times Last modified on Last modified on ივნისი 07 2018