კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტართა ხელფასები 2020 წლიდან შეიცვლება
პარლამენტის წევრთა ხელფასის ზრდა 2020 წლიდან არის გათვალისწინებული.
პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. კერძოდ საბაზო თანამდებობრივი სარგო - 2 000 ლარის ოდენობით, 1 790 ლარი სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად და პარლამენტის თანამდებობების სპეციალური გასამრჯელოები. შემდგომში კი რიგითი დეპუტატი მიიღებს ყოველთვიურად 4 624 ლარს და ასევე 1 790 ლარს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად. ანუ რიგითი დეპუტატი ყოველთვიურად 6414 ლარს მიიღებს.
ვის როგორ გაეზრდება ყოველთვიური ანაზღაურება 2020 წლიდან ახალი კანონის მეშვეობით?
პარლამენტის თავმჯდომარე - 5 905 ლარის ნაცვლად, თვეში 8 529 ლარს აიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 5 570 ლარის ნაცვლად, 8 194 ლარს აიღებს.
უმრავლესობის ლიდერი - 4 705 ლარის ნაცვლად, 7 329 ლარს აიღებს.
კომიტეტის თავმჯდომარე - 4 705 ლარის ნაცვლად, 7 329 ლარს აიღებს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - 3 970 ლარის ნაცვლად, 6 594 ლარს აიღებს.
ხელფასის ცვლილება თავად პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორის მერიამ რესტორნებით 10 თვეში 21-ჯერ ისარგებლა
- 2019 წელს გორის მერიამ საზღვარგარეთ მივლინებისთვის 8000 ლარზე მეტი დახარჯა
- გორის მერიაში 2020 წელს 4 900 ლარის წყალს დალევენ
- ჰოსპიტალი: პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შსს გაავრცელებს
- გორში ავარიის შედეგად პოლიციის თანამშრომელი დაშავდა