გაეროს წარმომადგენელმა გორელ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

ივნისი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რა როლი აქვთ ახალგაზრდებს თემის განვითარებაში, როგორია მათი ჩართულობის დონე ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში-ეს იყო მთავარი საკითხები გორის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გიორგი ტუმანიანი უძღვებოდა.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში სტუდენტებთან სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და რეგიონის ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.


„ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აქტიურობა. განსაკუთრებით რეგიონებში.. ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი თაობის ჩამოყალიბება,რომელიც გარდამტეხი ცვლილებების შეტანას მოახდენს საზოგადოებაში. მე როგორც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, აქტიურად ვსაქმიანობ ჩემი მანდატის ფარგლებში,მთელი ქვეყნის მიმართულებით. მათ შორის გორის მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია ახალგაზრდობის გაძლიერება, რათა ღირსეული წარმომადგენლობა გვყაავდეს საერთაშორისო დონეზე,გაეროს ინსტიტუტებში.“-აღნიშნა გიორგი ტუმანიანი.


საჯარო ლექცია გორის უნივერსიტეტისა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის „SKYE“ - კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. კლუბი ოთხი თეორიული მიმართულებით მუშაობს: აქტიური მოქალაქეობა,ლიდერობა, დასაქმება და სოციალური მეწარმეობა.


შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები , დანაშაულისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები და "SKYE" კლუბის წევრები.
ახალგაზრდებისთვის შეხვედრა საინტერესო რმოჩნდა. ლექციის დასასრულს ისინი ამბობდნენ, რომ გაეროს წარმომადგენლის საუბრის შედეგად საკუთარი როლი უკეთესად განსაზღვრეს. მათი აზრით, მოტივირებულ ახალგაზრდებს ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით ბევრი სასიკეთო ცვლილებების განცორციელება შეუძლიათ.

 

Read 431 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი