ხელოვნების ცენტრი ,,იბერია‘’ კამპანია "გარემოს გულისთვის" გულითადი ელჩი გახდა

ივნისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხელოვნების ცენტრ ,, იბერია’’ს პედაგოგებმა და მოსწავლეებმა CENN-თან ერთად კამპანიის ფარგლებში დაასუფთავეს და პასუხისმგებლობა აიღეს ვოლოგდის დასახლების მიმდებარე ტერიტორია.
ტერიტორია ძირითადათ პოლიეთილინის პარკებითა და ბოთლებით იყო დაბინძურებული
კამპანიას ახორციელებს CENN-ის w II პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით.


კამპანია გარემოს გულისათვის შესახებ:

კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით დანაგვიანებული ადგილების შემცირებას და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. გარემოს გულისთვის შეიქმნა ამერიკული კამპანიის KEEP AMERICA BEAUTIFUL  (შეინარჩუნე ამერიკის სილამაზე) ინსპირაციით, რომელიც აშშ-ში 1953 წლიდან ხორციელდება და მრავალსექტორული თანამშრომლობის შედეგად ზრუნავს ქვეყნის სისუფთავესა და სილამაზეზე. საქართველოში, კამპანია მოუწოდებს კერძო კომპანიებს, მეწარმეებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ხელი შეუწყონ ქვეყანაში გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას და თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მწვანე აქტივობების დანერგვას.

კამპანიის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია გახდეს გარემოს გულითადი ელჩი. კამპანიაში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ კონკრეტული ტერიტორია, რომლის სისუფთავესა და შემდგომ მოვლაზე აიღებენ პასუხისმგებლობას. ტერიტორიის იდენტიფიცირების შემდეგ, CENN–ის დახმარებით, მოხდება ტერიტორიის პირველადი დასუფთავება, დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერი, რომელიც საზოგადოებას ამცნობს ტერიტორიის სისუფთავეზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის შესახებ. ორგანიზაციის მხრიდან ტერიტორიაზე პატრონაჟის აღება გამოიხატება ტერიტორიის სისუფთავის მონიტორინგში და საჭიროებისამებრ დასუფთავების აქტივობების განმეორებაში

Read 723 times Last modified on Last modified on ივნისი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი