რაზმაძე: მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის ბიუჯეტის 300 000 ლარამდე გაიზარდა იგეგმება
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრისთვის დამატებითი დაფინანსება თავად აღნიშნულმა ა(ა)იპ-მა მოითხოვა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
საკრებულოს თავმჯდომარეს განმარტებით, ბიუჯეტის გაზრდის შემთხვევაში თავშესაფრის ბაზაზე მრავალფუნქციური ლაბორატორია შეიქმნება, დაიქირავებენ კინოლოგს და შეიძენენ ძაღლების დასაჭერად აღჭურვილ ავტომანქანას. მისივე ინფორმაციით, ცხოველები კატეგორიებად დაიყოფა, აგრესიულებს დააძინებენ, დანარჩენი ჯანმრთელი ცხოველების მოვლა-პატრონობას კი მოსახლეობას სთხოვენ.
ა(ა)იპ - ის დაფინანსების 110 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავენ ოპოზიციაში.