გორის მერიასა და საკრებულოში წელს ხელფასებისთვის 100500 ლარით ნაკლები დაიხარჯება

ივნისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბოლო პერიოდში ოპოზიციის მიერ ინტენსიურად კეთდება განცხადებები ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელფასების მატებასთან დაკავშირებით.

რადიო ,,მოზაიკა" დაინტერესდა, რა ცვლილება განიცადა აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილმა თანხამ გასულ წლებთან შედარებით. ამისთვის, მიმდინარე წელს გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს მთლიანი ოდენობა, 2016 წლის ერთად აღებულ ქალაქისა და თემის თვითმმართველი ერთეულებისთვის გახარჯულ თანხებს შევადარეთ.

აღმოჩნდა, რომ 2016 წელს სულ 660 300 ლარი დაიხარჯა, მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი 559800 ლარამდეა შემცირებული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების საკითხს, სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს ზღვრულ ოდენობას ადგენს. ახალი რეგულაციებით ჯილდოს და პრემიის მიღება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარესა და მუნიციპალიტეტის მერს ეკრძალება, დანარჩენ თანამდებობის პირებს წლის განმავლობაში შეუძლიათ ჯილდო - დანამატების მიღება, რომლის მთლიანი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთელი წლის ხელფასის 30% -ს.

რაც შეეხება მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, მიმდინარე წელს თანამდებობრივ სარგოს გაზრდილი ოდენობით ნამდვილად იღებენ თუმცა ცალ-ცალკე არსებულ მუნიციპალიტეტებში გახარჯული თანხის ოდენობას ამჟამად გაწერილ თანხები არ სცდება.

Read 932 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი