თენგიზ ხუბულური: რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების ამოქმედება პროვოკაციას გამოიწვევს

ივნისი 08 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა და განაცხადა, რომ შიდა ქართლის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობა მიზანშეწონილი არ არის.

მისი აზრით, საჭიროა ალტერნატიული გამოსავლის მოძებნა, რაც გლეხებს სტიქიური მოვლენებისგან მიღებული ზარალისგან დაიცავს.

,,სტიქიური მოვლენები ჩვენი რაიონისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრჯერ დაისეტყვა სოფლები. მიფიქრია, რომ აქაც დამონტაჟდეს თუნდაც სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები, როგორიც კახეთშია, მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე - რადგან ეს არის საზღვრისპირა რეგიონი და შესაძლოა, ამ დანადგარების ამოქმედება პროვოკაციულ ნაბიჯად შერაცხოს მეორე მხარემ. ამიტომ ასე მარტივად ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოუდგენელია. სხვა ალტერნატიულ გამოსავალზე არ მიფიქრია, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ყველამ უნდა ვიმუშაოთ, რომ მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა გლეხებმა სტიქიური მოვლენებისგან ზარალი არ მიიღონ“, -განაცხადა თემურ ხუბულურმა

Read 954 times Last modified on Last modified on ივნისი 08 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი