გორის ტაეკვონდოს გუნდმა „გორიჯვარი“ 10 საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ტაეკვონდოს კლუბმა „გორიჯვარი“ თბლისსში გამართულ ღია ჩემპიონატზე იასპარეზა. გორიდან სულ 14 სპორტსმენი მონაწილეობდა, პირველი ადგილი 44 კგ წონით კატეგორიაში თიკა ტერაშვილმა დაიკავა.


მეორე ადგილი მარიამ გაბოძემ , ლუკა მაზმიშვილმა და ნიკოლოზ ბერიანიძემ დაიკავეს.

„ შედეგით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, უფრო მეტს ველოდი ჩემი თავისგან. ალბათ უფრო მეტი მონდომებაა საჭირო. ოთხი წელია ამ სპორტით ვარ დაკავებული და გარკვეული მიღწევები უკვე მაქვს, სხვადასხვა შეჯიბრებებზე, ორჯერ მეორე ადგილი მაქვს დაკავებული, ოთხჯერ პირველი და ორჯერ მესამე.“-გვითხრა მარიამ გაბოძემ


„ ყველა სხვა შეჯიბრთან შედარებით, ჩემი ასპარეზობა ეხლა ბევრად უკეთესი იყო, მოწინააღმდეგეც საკმაოდ ძლიერი შემხვდა. თუმცა ჩემი თავიც ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, 55 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დავიკავე", - ამბობს ნინი აბუაშვილი


გორის ტაეკვონდოს გუნდმა „გორიჯვარი“ შეჯიბრზე 10 საპრიზო და გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.

Read 678 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი