კრივის საერთაშორისო ტურნირში გორელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დასრულდა ქუთაისში აკაკი კაკაურიძის ხსოვნის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი კრივში, რომელშიც მონაწილეობა გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის გუნდმა მიიღო.


შეჯიბრებაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების გუნდების გარდა მონაწილეობას იღებდა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდები.
გორელმა სპორტსმენებმა შეჯიბრება 2 ოქროს, 1 ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. საინტერესოა, რომ ქართული გუნდებიდან 2 ოქროს მედალი მხოლოდ გორელებმა დაისაკუთრეს.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: როშა დონჩენკო (52 კგ) და გიორგი უმეკაშვილი (75 კგ). აქვე აღსანიშნავია, რომ უმეკაშვილი აკაკი კაკაურიძის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
მეორე ადგილზე გავიდა ნიკა ჩალაური (91 კგ), მესამე ადგილი კი ნიკა ჯამბაზიშვილმა (64 კგ) დაიკავა

Read 571 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი