Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 11 ივნისი 2018 18:10

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე გაგრძელდება

Rate this item
(0 votes)

 

გორის მერიამ, საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების მიზნით სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერი დღეს გამოაცხადა.

ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულებაც 454 450 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე, გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.


,,სადგურის დასახლებაში, დაახლოებით ორი ათეული წელია, საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბავშვებს სკოლამდელი განათლების მისაღებად აღარ მოუწევთ, საკმაოდ შორს, ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს", - განმარტავენ მერიაში. 


ამჟამად ქალაქ გორში 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.

Read 1219 times Last modified on ორშაბათი, 11 ივნისი 2018 18:13