გუბერნატორის მოადგილე ძიუდოს ნაკრები გუნდის თანაშემწე მწვრთნელი გახდა

ივნისი 11 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ნოდარ მეტრეველი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები გუნდის თანამშემწე მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ძიუდოის ფედერაციამ გაავრცელა.


აღნიშნული გადაწყვეტილება ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის 5 ივნისის სხდომაზე მიიღეს.

ნოდარ მეტრეველი 2017 წლიდან 2018 წლის ივნისამდე გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იყო.


მეტრეველი გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას ოფიციალურად რამდენიმე დღეში დატოვებს. შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურის განცხადებით, იგი ამჟამად შვებულებაში იმყოფება

Read 1142 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი