შეწყდეს ხალხის ძარცვა - 8 იანვარს გორში საპროტესტო აქცია მოეწყობა

იანვარი 07 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ხვალ, 8 იანვარს გორში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია -  "შეწყდეს ხალხის ძარცვა!" - გაიმართება. "მოზაიკა" გთავაზობთ იმ რამდენიმე პუნქტიან მოთხოვნებს, რომლის დაკმაყოფილებასაც გორელები "საქგორგაზს" უყენებენ:

 

"1. დაიწყოს გამოძიება და გავლილ იქნას ყველა სამართლებრივი პროცესი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარიმართოს არა ერთეული ადამიანების შემთხვევებით, არამედ მან მიიღოს კოლექტიური გამოძიების სახე. 


2. დადგენილია გაზის ხარისხის სტანდარტი, არსებობს ამ სტანდარტის მაკონტროლებელი ორგანო. მათ ჩვენ უნდა გვითხრან რა კალორიულობისა და რამდენად ხარისხიანი გაზი მოგვეწოდებოდა და მოგვეწოდება. 

3. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩაგვაბაროს ანგარიში. რას აკეთებენ? ვის მიმართეს? რა გზებს გვთავაზობენ და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მათი გააზრებული, ქმედითი, დამხმარე ნაბიჯები და არა ემოციური საუბარი. 

4. სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს მოვუწოდებთ პატივი სცენ სამოქალაქო პროტესტს და ნუ გამოვლენ პარტიული ინტერესებითა და ლოზუნგებით. 
პროტესტი უნდა იყოს აბსოლიტურად თავისუფალი პარტიული შაბლონებისგან. 

5. დადგინდეს რამდენად სამართლიანად დაანგარიშდა გადასახადი. გვაჩვენონ ამა წლის წინა თვეებისა და წინა წლების იგივე თვესთან შედარებული მონაცემები. 

კატეგორიულად მოვითხოვთ:

1. არცერთ მოქალაქეს არ შეუწყდეს გაზის მიწოდება. დროებით შეწყდეს დავალიანების დაფარვა,იქამდე სანამ ზედმეტი თანხები არ ჩამოიწერება. დასრულდეს ყველა პროცესი, გაცხადდეს ყველაფერი და ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი გადასახადზე".

აქვე, - "შემოუერთდით აქციას! ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ბლანკები და პროცესის გაწელვა მიზნად ისახავს საპროტესტო მუხტის ჩაქრობას ,რაც საბოლოოდ უსამართლოდ დაკისრებული დავალიანების დაფარვით დასრულდება",ვკითხულობთ სოციალური ქსელით დაანონსებული აქციის ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ გორის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაზმომარაგების კომპანია "სოკარმა" დეკემბრის თვეში უსამართლოდ დააკისრა დავალიანება. ამასთან დაკავშრებით, გორში ერთი საპროტესტო აქცია უკვე გაიმართა, სადაც მოსახლეობამ უსამართლოდ დაკისრებული დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნა დააყენა. საკითხის გარკვევის მიზნით, მოსახლეობა ენერგოომბუდსმენსაც შეხვდა, რომელმაც მათ სასამართლო დავის დაწყება ურჩია. 

 

Read 2973 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი