ახალგორში ქართულენოვანი საბავშვო ბაღები გააუქმეს

ივნისი 12 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ოსური და რუსული ენების არცოდნის გამო, ახალგორის ორი საბავშვო ბაღის პერსონალი გაათავისუფლეს.

ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას" ახალგორის გამგებელმა დაუდასტურა. ნუგზარ თინიკაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას, ქართული ენის შეზღუდვისა და იქ მცხოვრები ქართველი ოჯახების დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევს.

,,2018 წლის დასაწყისიდანვე გააუქმეს ქართული ბაგა-ბაღები. ააშენეს შენობა, სადაც ორივე დაწესებულება გაერთიანდა. მასწავლებლებსა და აღმზრდელებს კი გასაუბრების შემდეგ გამოუცხადეს, რომ მხოლოდ ქართული ენის ცოდნით მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ. თუმცა, მაშინ საბავშვო ბაღს ფუნქციონირება არ დაუწყია, რადგან არ იყო შეყვანილი გაზი და სხვა სახის კომუნიკაციები. როგორც ჩანს, ეს პრობლემები მოგვარებულია და 8 ივნისს უკვე გახსნეს ბაღი. სადაცაა, სკოლებსა და ბაღებში საზაფხულო არდადეგები დაიწყება და ისედაც დასვენება უწევდათ, მაგრამ გაათავისუფლეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აღარ მისცენ ზაფხულის ხელფასები. ახალი თანამშრომლები მოიყვანეს, სხვადასხვა სოფლებიდან, რუსი ეროვნების ხალხი, რომლებსაც არანაირი განათლება და გამოცდილება არ აქვთ და გადაწყვიტეს დაასაქმონ. რაც შეეხება საბავშვო ბაღების ყოფილ შენობებს, ჩემი ინფორმაციით, აპირებენ, რომ საცხოვრებლებად გაუნაწილონ რუს მოსახლეობას. ეს არის ძალიან სამწუხარო რა თქმა უნდა და ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ქართველმა ოჯახებმა იქ ცხოვრებაზე უარი თქვან“. - აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.

Read 1020 times Last modified on Last modified on ივნისი 12 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი