Back to Top
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 18:08

გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „დილა" ტატუნაშვილის სახელობის თასის მფლობელი გახდა

Rate this item
(0 votes)

გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი „დილა“ საქართველოს პირველობაზე მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის თასი მოიპოვა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ამპუტანტ ფეხბურთელებს საპრიზო ადგილის მოპოვება მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა.

ამპუტანტთა ფეხბურთში საქართველოს პირველობა დამოუკიდებლობის დღესა და არჩილ ტატუნაშვილსი ხსოვნას მიეძღვნა. ფინალურ მატჩში გორის გუნდი „დილა“ თბილისის გუნდს დაუპირისპირდა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით ექვსი გუნდი იღებდა მონაწილეობას.

ფინალისტებს სიმბოლურ პრიზებთან ერთად ერთად ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ. არჩილ ტატუნაშვილის სახელობის ტურნირი 26 მაისს თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს ყოველწლიურად 50 000 ლარით აფინანსებს.

Read 1301 times Last modified on ოთხშაბათი, 13 ივნისი 2018 14:43