გორის მერი და მისი მოადგილე: პრემიერ-მინისტრის განცხადება ჯერ არ მოგვისმენია

ივნისი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პრემიერ-მინისტრის განცხადება გორის მერსა და მის მოადგილეს ჯერ არ მოუსმენიათ. 

გორის მუნიციპალიტეტის მერი ამ წუთებში ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმყოფება. 

"სამინიტროში ვარ და პრემიერ-მინისტრის განცხადება არ მომისმენია. არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი ჯერ. აქედან რომ გამოვალ, მოვუსმენ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" კონსტანტინე თავზარაშვიმა. მან პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ რადიო "მოზაიკასგან" გაიგო. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მოულოდენლი იყო გორის მერის მოადგილისთვის. 

"ჯერ არ მომისმენია. ახლა მოვედი სახლში და ვაპირებ ყურებას. ჩემთვის ეს გადაყწვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ეკატერინე სუხიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 ივნისს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

Read 4145 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი