მაკრახიძე: ბიუროს შენახვა თვეში დაახლოებით 4200 ლარი გვიჯდება
დეპუტატ იოსებ მაკრახიძეს ბიუროს ყოველთვიური ხარჯი 4200 ლარია, წლიური დანახარჯი კი 50 400 ლარს შეადგენს.
ეს ინფორმაცია რადიო „მოზაიკას“ თავად იოსებ მაკრახიძემ მიაწოდა. მისი თქმით, ბიუროს საქართველოს პარლამენტი აფინანსებს და ხარჯების ძირითადი ნაწილი თანამშრომლების ხელფასებს ხმარდება. მაკრახიძის თქმით, ბიუროში ოთხი თანამშრომელი მუშაობს, რომლებიც მოქალაქეებს სხვადასხვა სახის კონსულტაციასა და დახმარებას უწევენ.
იოსებ მაკრახიძე მედიასაშუალებებს მიმართავს და ამბობს, რომ მის ირგვლივ მხოლოდ ნეგატიური ამბების გაშუქების პარალელურად, დრო მისი ბიუროს მიერ გაწეულ სიკეთეებსაც დაუთმონ.
„ ერთხელ ისე მოდით ჟურნალისტები, რომ ჩვენი რაღაცა სიკეთე წარმოაჩინოთ, სულ ნეგატიურ მხარეზე ნუ ხართ ორიენტირებულნი.“-გვითხრა დეპუტატმა
მაკრახიძემ რადიო „მოზაიკას“ ჟურნალისტი ბიუროში მიიწვია და დაპირდა, რომ მისი საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა