ახალგაზრდებთან შეხვედრა გორში პერიოდულად მოეწყობა

ივნისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი ახალგაზრდებთან შეხვედრებს პერიოდულად მოაწყობს და არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილ აქტივობებში მათ ჩართულობას ხელს შეუწყობენ", - ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკას“ გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელმა ნინო გიორგაძემ მიაწოდა.

მისი განმარტებით, მესამე სექტორი ადგილობრივ დონეზე არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს, თუმცა მათი ნაწილი სამიზნე აუდიტორიის გარკვეული ჯგუფისთვის უცნობი რჩება. 


,,ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ, ახალგაზრდების გააქტიურებას და მათი ჩართულობის გაზრდას, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვეწყო შეხვედრა, სადაც ამა თუ იმ პროექტის ავტორები პირადად შეხვდებოდნენ ახალ თაობას და მათ მიერ დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაციას მიაწვდიდნენ. გუშინდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, საიამ ახალგაზრდებს შესთავაზა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პროცესში დამკვირვებლის სტატუსით ჩართულიყვნენ, რისთვისაც შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. ამისთვის კი სათანადო გადამზადებას გაივლიან. შეხვედრაზე გუშინ ახალგაზრდებს საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელმაც გააცნო საკუთარი საქმიანობა და შესთავაზა გაწევრიანებულიყვნენ მათ ორგანიზაციაში, რის შედეგადაც  შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ საზაფხულო ბანაკით და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობებით“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ.

გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებთან საკუთარი საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ პრეზენტაცია გორში მოქმედმა 10-მა ორგანიზაციამ გააკეთა.

Read 724 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი