ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების სახელზე გორში ხეები დარგეს

ივნისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

მოქალაქეების მცირე ჯგუფმა გორში, ტყვიავის ქუჩაზე მდებარე სკვერში რამდენიმე ნერგი დარგო. 

როგორც ისინი ამბობენ, ხეები ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების სახელზე დარგეს. 

,,ერთ-ერთმა ემიგრანტმა გამოუგზავნა თანხა ჩემს მეგობარს. მან კი,  წიწვოვანი ნერგები იყიდა და გვაჩუქა. ჩვენც აქვე მდებარე სკვერში დავრგეთ. კარგი იქნება, თუ სხვა ახალგაზრდებმაც მოგვბაძავენ და სხვადასხვა ადგილზე დაირგოს გარდაცვლილი ახალგაზრდების სახელებზე ხეები. ამით გარემოსაც სიკეთეს მოვუტანთ და იმ მოზარდების სახელსაც უკვდავყოფთ“, - ამბობს აქტივობის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ბაგრი.

Read 1241 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი