სოსო ვახტანგაშვილი:  პრემიერ მინისტრის გადადგომას კოსმეტიკური ცვლილებები მოჰყვება

ივნისი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

სამთავრობო გუნდში მიმდინარე პროცესებს, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ,,შენების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი აფასებს. მისი აზრით, კონკრეტულ თანამდებობაზე მხოლოდ სახელის და გვარის ცვლილება ვერაფერს შეცვლის


,,სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა მოსალოდნელი, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მე ამის შესახებ თავიდანვე მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ, საზოგადოებას და ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას აქვს წარმოდგენა, თითქოს იმ აქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების გამო, რომლებიც შვილმოკლული მამების მიერ იყო დაყენებული, ამის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილება პრემიერმა კვირიკაშვილმა. ჩემი ინფორმაცია ბევრად უფრო ადრინდელია და უბრალოდ დროში დაემთხვა ამ აქციებს.

ვფიქრობ, რომ გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, რა თქმა უნდა მოჰყვება ამ ყველაფერს, თუმცა ეს არ იქნება ფუნდამენტური ცვლილებები. ქვეყანა არის დამუხრუჭებული, ერთ ადგილზეა გაჩერებული. ქვეყანა ვერ ვითარდება არასწორი რეფორმების გამო. პრემიერ მინისტრის მხოლოდ სახელისა და გვარის შეცვლით ქვეყანას განვითარება არ უწერია. აუცილებელია სისტემის განვითარება და ინსტიტუციონალური ცვლილებები“, - აცხადებს სოსო ვახტანგაშვილი.

Read 795 times Last modified on Last modified on ივნისი 14 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი