Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 13:57

გორის მერი: ნამდვილად არ ვიცი პრემიერის გადაწყვეტილების მიზეზები

Rate this item
(0 votes)

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, მისთვის მოულოდნელი იყო. გორის მერის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რაც მარტივად შესამჩნევია.


,, ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, იმ ფონზე, რომ ბოლო წლებში ეკონომიკური მაჩვენებელი 2-დან 6 პროცენტამდე გაიზარდა. ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა პრემიერ-მინისტრს თითქმის ყველა მიმართულებით. ნამდვილად არ ვიცი ამ გადაწყვეტილების მიზეზი რა იყო და რატომ წავიდა. მე არც პარტიულ შეხვედრას არ ვესწრებოდი და შესაბამისად, რაიმე დეტალური კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. მაგრამ ვთვლი, რომ ახალი გუნდი ბევრ რამეს სასიკეთოდ შეცვლის“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 1129 times Last modified on ხუთშაბათი, 14 ივნისი 2018 14:04